ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ფედერიკო ბალძარეტიმ ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა. იტალიელი მცველი იხსენებს, რომ ვარჯიშეზე ჯიჯი შთამბეჭდავი იყო და მისთვის გოლის გატანას მხოლოდ 4 ფეხბურთელი ახერხებდა.
„ვარჯიშებზე მას გოლებს მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი უტანდა: დელ პიერო, ნედვედი, ტრეზეგე და როდესაც ძლიერად იბრაჰიმოვიჩი ურტყამდა. თუ ჯიჯი გადაწყვეტდა, რომ გოლი არ უნდა გაეშვა, არ უშვებდა. ეს შთამბეჭდავი იყო.
პირველი თამაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ჩაატარა, ბარიში, „მარტინა ფრანკას“ წინააღმდეგ იყო და გვირაბში მან ყვირილი დაიწყო. თითქოს უნდოდა ეთქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ახლა „მარტინა ფრანკას“ წინააღმდეგ თამაშობდა. ეს ყვირილი მას ათავისუფლებდა – მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე და ახლა 20 მაყურებლის წინაშე ვთამაშობ.
სერია B-ში დარჩენა ნიშნავს განსაკუთრებული სტიმულისა და მოტივაციის პოვნა, რადგან არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ემოციით ცხოვრობენ“, – განაცხადა ბალძარეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბალძარეტი “იუვენტუსის” ღირსებას 2005-2007 წლებში იცავდა.