კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა არტურ მელომ „იუვენტუსში“ გადასვლაზე უარი განაცხადა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელმა ამის შესახებ უკვე თავად აცნობა ტურინელთა სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის.
მოგეხსენებათ, „იუვეს“ არტურის მირალემ პიანიჩში გაცვლა ჰქონდა განზრახული, მაგრამ თუ ბრაზილიელი თანახმა არ იქნება, გარიგება ჩაიშლება.