ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ანჯელო დი ლივიო ჩემპიონთა ლიგაზე „ბებერი სინიორას“ შანსს სკეპტიკურად უყურებს.
დი ლივიო მიიჩნევს, რომ ამ სეზონში გუნდის მენტალიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად შესაფერისი არაა.
„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. წელს კლუბს ბევრი პრობლემა შეექმნა, მათ შორის ჩემპიონატშიც, სადაც სუპერ „ლაციოსთან“ კონკურენცია უწევს.
„ლიონთან“ შედეგი კატასტროფული არაა, მაგრამ მე არ მომეწონა გუნდის მენტალიტეტი, აგრესია, მაისურისადმი სიყვარული. ვფიქრობ, რომ წელს „იუვე“ „მოსიარულე“ გუნდია.
ალეგრის შეცვლა იყო ნაბიჯი, რომელიც ბევრმა ვერ გაიგო. მწვრთნელი ტიტულებს იგებდა და გუნდიდან გაუშვეს. ალეგრი ახალი ლიპი იქნება. თუმც, სარის წარმატებებს ვუსურვებ, რომელიც მიხვდა, რას ნიშნავს ისეთ გუნდში ყოფნა, რომელიც მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის.
რონალდუ? ის სუპერჩემპიონია, ყოველთვის უნდა თამაშობდნე და მაგალითია, როგორც ვარჯიშის, ისე ცხოვრების გამო“, – თქვა დი ლივიომ.