ფრანგული „ლიონის“ სამწვრთნელო შტაბის წევრი, იტალიელი პაოლო რონგონი იმედს გამოთქვამს, რომ „იუვენტუსი“ სკუდეტოსთვის ბრძოლას „ლაციოსთან“ წააგებს, რაც გუნდში სიტუაციას გააფუჭებს და ეს „ლიონისთვის“ კარგი იქნება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ.
„გითხრათ ჩემი ფარული ოცნება? გეტყვით, იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. „ლაციო“ სკუდეტოს მოიგებს და შემდეგ „იუვენტუსს“ ჩვენ შევხვდებით, სადაც დიდი არეულობ იქნება და ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ტურინელთა გადატრიალებას (იღიმის).
ჩემი აზრით, ისინი უკეთეს ფორმაში იქნებიან, რადგან 10 თამაში ექნებათ ჩატარებული, ერთადერთი რამაც შეიძლება ეს პრობლემა მოაგვაროს ისაა, თუ ყველაფერი კარგად არ წავა. ჩვენ სირთულეები გვაქვს ამხანაგურ მატჩებთან დაკავშირებით. ვცდილობთ წავიდეთ ყატარში, ან მინიმუმ ჰოლანდიასა და ბელგიაში, სადაც ჩემპიონატები ასევე დასრულდა და ამხანაგური მატჩები ჩავატაროთ. ლოჯისტიკური თვალსაზრისით რთულია „იუვენტუსთან“ თამაში“, – თქვა რონგონიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ლიონთან“ სტუმრად 0:1 წააგო, მაგრამ როდის გაიმართება საპასუხო შეხვედრა უცნობია.