ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას მიუნხენის „ბაიერნი“ იწვევს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, გერმანული გუნდის მზადაა არგენტინელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.
თუმცა, „იუვენტუსი“ დიბალას 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის, ამიტომ, გერმანელების შეთავაზების გაუმჯობესება მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დიბალამ „იუვეში“ დარჩენის სურვილი გამოხატა, თუმცა დაამატა, რომ ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული. მასიმილიანი ალეგრის წასვლის შემდეგ კი სამხრეთ ამერიკელის გუნდში დარჩენის შანსი გაიზარდა.