ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ბაქოში იმყოფება. Tuttosport-ის ცნობით, ანიელი იმავე სასტუმროში შენიშნეს, სადაც მაურიციო სარი.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ჩელსის“ ამჟამინდელი თავკაცი „იუვეს“ კიდევ უფრო მიუახლოვდა. ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ თავად სარიმ გუშინ განაცხადა, ფინალის შემდეგ ჩემს მომავალზე რომან აბრამოვიჩს გავესაუბრებიო…