მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” 21 წლის თურქი მცველის ტრანსფერი შეათანხმა

“იუვენტუსმა” 21 წლის თურქი მცველის ტრანსფერი შეათანხმა

ტურინის „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ მცველ მერიჰ დემირალს გაიფორმებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტის დეტალებიც დაზუსტდა.

დემირალის სანაცვლოდ ტურინული გრანდი 15 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ახლა მხოლოდ ერთი საკითხია გასარკვევი: დემირალი „იუვეს“ ზაფხულიდანვე შეუერთდება თუ კიდევ ერთი სეზონით, იჯარის წესით „სასუოლოში“ დარჩება – სათამაშო პრაქტიკისა და გამოცდილების მიღების კუთხით.

გასულ სეზონში 21 წლის თურქმა ცენტრალურმა მცველმა „სასუოლოს“ რიგებში 14 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მანამდე კი, სამშობლოში, „ალანიასფორის“ ღირსებას იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …