მთავარი / სიახლეები / “იუვე” ორსოლინის “ბოლონიას” 14 მილიონად დაუთმობს

“იუვე” ორსოლინის “ბოლონიას” 14 მილიონად დაუთმობს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი რიკარდო ორსოლინი „ბოლონიაში“ დარჩება. მხარეებმა გადაწყვეტილება მიიღეს და 22 წლის ნიჭიერი შემტევი სინიშა მიხაილოვიჩის გუნდში გააგრძელებს თამაშს.

„ბოლონია“ ორსოლინის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ „იუვეს“ 14 მილიონ ევროს გადაუხდის.

2018-2019 წლების სეზონში რიკარდომ კარგი თამაშით გამოიჩინა თავი და 35 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ ორსოლინი „ასკოლიდან“ 2017 წელს შეიძინა, მაგრამ ტურინელთა ღირსება არ დაუცავს. იჯარით ჯერ ბერგამოს „ატალანტაში“ იყო, ხოლო შემდეგ „ბოლონიაში“.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …