მთავარი / სიახლეები / ანიელიმ აქციონერებს 300 მილიონი მბაპეს ტრანსფერისთვის მოსთხოვა

ანიელიმ აქციონერებს 300 მილიონი მბაპეს ტრანსფერისთვის მოსთხოვა

ტურინის „იუვენტუსი“ მომავალ ზაფხულში „ახალგაზრდა რონალდუს“ ყიდვას აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია სულ უფრო აქტიურად წერს.

საუბარი კრიშტიანუ რონალდუს კალიბრის ტრანსფერზე, ოღონდ ახალგაზრდა ასაკის ფეხბურთელზე. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს კილიან მბაპე იქნება და „იუვე“ ზაფხულში ფრანგი ვარსკვლავისთვის გაიწევს. ნიშანდობლივია, რომ ანდრეა ანიელიმ კლუბის აქციონერებს 300 მილიონი ევრო მოსთხოვა და ვარაუდობენ, რომ ეს თანხა სწორედ მბაპეს ტრანსფერისთვის სჭირდება.

რა დაუჯდება „იუვეს“ ფრანგის დამატება? პსჟ მას 180 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა, რადგან ეს თანხა „მონაკოს“ გადაუხადა და მოსალოდნელია, რომ მეტსაც მოითხოვს. თავად ფეხბურთელს ხელფასის სახით სეზონში მინიმუმ 20 მილიონი ევრო დასჭირდება, რასაც 20 მილიონი დაემატება გადასახადების ჩათვლით წელიწადში, ჯამში რაც 5-წლიან კონტრაქტზე 200 მილიონ ევროს შეადგენს. მთლიანობაში ფრანგის 5-წლიანი ვადით გაფორმება „იუვეს“ საბოლოო ჯამში შესაძლოა 380 მილიონი ევრო დაუჯდეს, რაც ოდნავ ნაკლებია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ უჯდება.

საინტერესოა, რომ კრიშტიანუს ტრანსფერის ღირებულებას ფეხბურთელი კომერციული სექტორის ხარჯზე ფარავს და ამ მხრივ „იუვეს“ პრობლემა არ ექმნება. სავარაუდოა, რომ იგივე მოხდება მბაპეს შემთხვევაშიც, რადგან ფრანგი ძალიან ახალგაზრდაა და წლების განმავლობაში თანამედროვე ფეხბურთში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

ასე, რომ მოსალოდნელია, რომ კილიანი თუ ტურინში გადავა, იტალიურ გრანდს ძალიან დადებითი ეკონომიკური ეფექტი ექნება. თანაც, შესაძლოა 4-5 წლის შემდეგ „იუვემ“ ფეხბურთელი გაცილებით სარფიანად გაყიდოს და დიდი მოგება ნახოს, ან მინიმუმ 10 წელი შენარჩუნოს და გუნდის ლეგენდად და დროშად აქციოს.

ვნახოთ, გამართლდება თუ არა მედიის ვარაუდი და დამდეგ ზაფხულს „იუვენტუსი“ კიდევ ერთ მეგავარსკვლას თუ შეიძენს…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …