მთავარი / სიახლეები / როდის გაიმართება იტალიის სუპერთასი?

როდის გაიმართება იტალიის სუპერთასი?

ტურინის „იუვენტუსს“ 2019 წლის იტალიის სუპერთასის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. საქმე ისაა, რომ ლეგა კალჩოს „იუვე“ – „ლაციოს“ მატჩის ჩატარების თარიღი ამ დრომდე არ დაუდგენია.

Tuttosport-ის ვერსიით, შეხვედრა ახალ წლამდე აუცილებლად გაიმართება. ყველაზე რეალური თარიღი 23 დეკემბერია, მაგრამ ამ შეთხვევაში, 22 დეკემბერს, „სამპდორია“ – „იუვენტუსი“ და „ლაციო“ – „ვერონას“ მატჩები გადაიდება.

ახლა მხოლოდ ისაა დაზუსტებით ცნობილი, რომ მატჩი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2018 წელს იტალიის სუპერთასზე „მილანი“ 1:0 დაამარცხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …