ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ლეჩესთან“ მატჩის წინ ისაუბრა და განაცხადა, რომ მატიას დე ლიხტით კმაყოფილები არიან.
„ლეჩესთან“ რთული თამაშია, არამარტო სიცხის გამო, არამედ მეტოქე ძალიან კარგი გუნდია და გამართულ ფეხბურთს თამაშობს. დე ლიხტი? მისით ძალიან კმაყოფილი ვართ, მუდმივად თამაშობს და უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ 20 წლისაა. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველად შემთხვევით არ აურჩევიათ“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი „იუვენტუსს“ ზაფხულში შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ორი მატჩის გარდა ყველა შეუცვლელად ჩაატარა.