ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ევრო 2020-ის გადადებასა და სეზონის დასრულების შესაძლო გზებზე ისაუბრა. ანიელის განცხადებით, ახლა მთავარი მიზანია იპოვონ პრაქტიკული გზა, რომ სეზონი დაასრულონ.
„ევროპა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის სპორტიც და ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გავიმარჯვოთ. დღევანდელი გადაწყვეტილება ევრო 2020-ის გადადებასთან დაკავშირებით მოწმობს ყველა დაინტერესებული მხარის ერთიანობას და თანამშრომლურ ძალისხმევას, კოლექტიურ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს საუკეთესო გამოსავლით.
ახლა მთავარი მიზანია 2019-2020 წლების სეზონის დასრულება, ყველაზე პრაქტიკული გზით და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ბუნებრივ რიტმს“, – თქვა ანიელიმ.