„იუვენტუსის“ მფლობელ ანიელების ოჯახი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ 10 მილიონ ევროს გამოყოფს. Tuttosport-ის ინფორმაციით, Exor-ი და მისი შვილობილი კომპანიები FCA, Ferrari CHN Industrial-ი 150 რესპირატორულ და სამედიცინო სანიტარულ აღჭურვილობას უცხოელი მომწოდებლებისგან შეიძენენ.
ანიელების ოჯახის გამოყოფილი 10 მილიონი ევრო საგანგებო მდგომარეობის დროს ტურინსა და ზოგადად პიემონტის რეგიონს საჭიროებისამებრ მოხმარდება.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი