ტურინის „იუვენტუსში“ დანიელე რუგანის შემდეგ კორონავირუსი მეორე ფეხბურთელს დაუდასტურდა. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, ბლეზ მატუიდის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
„ფეხბურთელმა ბლეზ მატუიდიმ გაიარა სამედიცინო ტესტები, რომელიც დადებითი პასუხის აღმოჩნდა. მატუიდი 11 მარტიდან იზოლირებულია და აგრძელებს მინიტორინგს, დაიცავს იგივე რეჟიმს. ის კარგადაა და ასიმპტომურია“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს კლუბში ფეხბურთელებს ტესტები ჩაუტარდათ და მატუიდის შემთხვევაში კორონავირუსი დადასტურდა.