ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „პარმასთან“ (4:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ ჯერ მხოლოდ დასაწყისში არიან.
„წინა მატჩის შემდეგ რონალდუ სამართლიანად იყო გაბრაზებული, რადგან პენალტი გააცუდა, მაგრამ საბედნიეროდ ამის შესახებ ფიქრისთვის ცოტა დრო გვქონდა და მაშინვე მოახერხა გოლის გაყანა. უკეთესია თუ ის გიოლებს თამაშიდან გაიტანს, როგორც დღეს გააკეთა. ჩვენ კმაყოფილი არ ვიყავით ოთხშაბათის მატჩის შედეგით, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვითამაშეთ. ამჯერად დაკარგული ქულები უნდა აგვენაზღაურებინა და ეს საუკეთესო მეთოდით გავაკეთეთ. საჭიროა ჩვენმა თავდამსხმელებმა გოლები გაიტანონ, კულუშევსკიმაც და რემზიმაც შესანიშნავი თამაში ჩაატარეს.
ნელ-ნელა ვაღწევთ იმას, რაც გვსურს. მომწონს ის, რასაც ვაკეთებთ, როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს, აგრესია ყოველთვის მაღალი უნდა იყოს, ბურთი სწრაფად უნდა დავიბრუნოთ. თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით, მაგრამ ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ.
ახლა უნდა ვიპოვოთ ის გზა, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ ერთნაირი დამოკიდებულება გვქონდეს იმის მიუხედავად ვის წინააღმდეგ ვითამაშებთ – „ბარსელონასთან“ თუ „პარმასთან“. თამაშში დომინანტები უნდა ვიყოთ. მაკკენი? ის ძალიან კარგად ბურთის დაბრუნების დროს, კარგად ფლობს სივრცეებს, უნდა გაიზარდოს ტექნიკურ დონეზე, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და ამის გაკეთება შეუძლია.
მორატასგან ასეთი თამაში არ მიკვირს. ის ჩვენი პირველი არჩევანი იყო, მაგრამ „ატლეტიკო“ არ უშვებდა და შემდეგ სხვა ვარიანტებზე დავიწყეთ მუშაობა. როდესაც ის „ატლეტიკომ“ ხელმისაწვდომი გახადა, მის ტრანსფერზე გადავერთეთ, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენთვის იდეალური ფეხბურთელია. იმედგაცრუებული იყო „ატალანტასთან“ მისი თამაშის შეფასებით, მაგრამ დავამშვიდე და ვუთხარი, რომ მან ბევრი სამუშაო შეასრულა, მხოლოდ სანტიმეტრების გამო ვერ მოახერხა წინა მატჩში გატანა“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 22 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე ფლორენციის „ფიორენტინასთან“ გამართავს და 2020 წელს დაასრულებს.