მთავარი / სიახლეები / სერია A / ბუფონი: “სუპერმენის მაისურს დიდი ფინალისთვის ვინახავ”

ბუფონი: “სუპერმენის მაისურს დიდი ფინალისთვის ვინახავ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პარმაში, „ენიო ტარდინიზე“ დებიუტიდან 25 წლისა და 1 თვის შემდეგ ისევ მოედანზე გავიდა და შესანიშნავად ითამაშა. 42 წლის ჯიჯიმ არაერთხლ იხსნა თავისი გუნდი.

მატჩის შემდეგ ბუფონმა DAZN-ის ტელევიზიასთან პირდაპირ ეთერში ისუაბრა და განაცხადა, რომ „იუვე“ ლამაზად თამაშობს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ის გუნდი, რომელიც ანდრეა პირლოს ჩანაფიქრშია.

„ეს იყო თამაში, რომელიც ყველა ფასად უნდა მოგვეგო. ახლა წინ გველდოება მეტოქე, რომელსაც რთული პერიოდი აქვს („ფიორენტინა“) და ეს თამაშიც აუცილებლად მოსაგებია, რადგან შემდეგ პირდაპირ კონკურენტებს ვეთამაშებით და საჭიროა ამ მატჩებს სინანულის გარეშე შევხვდეთ, ახლოს სატურნირო ცხრილში და არა დაშორებული, თორემ შესაძლოა გადამწყვეტი მატჩები გამოდგეს.

ძლიერ გუნდებთან ვერ მოვიგეთ და ეს პრობლემაა? არა, ჩვენ ყველა ძიერ მეტოქესთან „ატალანტას“ გარდა, სტუმრად ვითამაშეთ. „რომასთან“ 10 ფეხბურთელით გავათანაბრეთ, ხოლო „ლაციოსთან“ შესანიშნავად ვითამაშეთ და შედეგში არ აისახა, რაც მოედანზე გავაკეთეთ.

როდესაც პარმაში ჩამოვდივარ, ყოველთვის მაქვს ნოსტალგია, რადგან აქ ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი 10 წელი გავატარე. პარმა და პარმელი ხალხი ყოველთვის ჩემს გულში იქნება. სუპერმენის მაისური? მე მას გრანდიოზული ფინალისთვის ვინახავ.

სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტები ვართ? ერთ თამაშს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ხუთ, ექვს, შვიდ თამაშს ადვილად მოვიგებთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირლოს გუნდი გავხდით. ახლა გვაქვს აღმართები და დაღმართები, მაგრამ როდესაც აღმართზე ვართ, ძალიან კარგად და ლამაზად ვთამაშობთ. ეს ჯერ კიდევ არ არის პირლოს „იუვენტუსი“, – განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 22 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე ფლორენციის „ფიორენტინასთან“ გამართავს და 2020 წელს დაასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …