ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ატალანტასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ასეთი თამაშები მისმა გუნდმა უნდა მოიგოს.
„კარგი თამაში ჩავატარეთ, ძლიერ გუნდთან თანაბრად ვითამაშეთ. თუმცა, მსუბუქად ვითამაშეთ. ასეთ მატჩებში 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ. ბევრი საგოლე შანსი გვქინდა და ვერ მოვახერხეთ თამაშის დახურვა, როდესაც თამაშს ბილიკზე ტოვებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
რონალდუ? პენალტი გააფუჭა, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს, იშვიათად, მაგრამ ხდება. სამწუხაროა, რადგან შეგვეძლო წინ გავსულიყავით.
დიბალას კონტრაქტი? ეს ხელმძღვანელობის საკითხა, მე ვარ მწვრთნელი და ვავარჯიშებ ყველა მოთამაშეს, ის ერთ-ერთი მათგანია. მე მხოლოდ მის ვარჯიშზე ვფიქრობ.
ბევრი გაშვებული გოლი? ეს პრობლემა არ არის, წინა მატჩში ერთხელ დაგვირტყეს და გაგვიტანეს, მაგრამ დღეს რამდენჯერმე გადავრჩით. ვიზრდებით და ძალიან ინტენსიური, რთული თამაში იყო.
კულუშევსკი? ის 20 წლისაა, ახალგაზრდაა. მას ძალიან ვენდობით და შემდეგ მატჩებში გამოვიყენებთ. დღეს მისი თამაში არ იყო, აგრესიულ მცველებთან“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 12 ტურში მხოლოდ 24 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს შაბათს, „პარმასთან“ გამართავს.