ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მალე აგენტს შეხვდებიან. გარდა ამისა, მან იანვარში პაპუ გომესის შესაძლო ტრანსფერი გამორიცხა.
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მკაფიოდ განმარტა თუ რა სიტუაციაა დღეს. პაულოსთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, მასში ინვესტიცია 5 წლის წინ ჩავდეთ, „იუვეს“ 10 ნომერია, განსაკუთრებული ბიჭია და გვიყვარს. ის ყოველთვის ჩვენი გუნდის ფერებს უჭერდა მხარს და თამაშობდა მაშინაც, როდესაც იდეალურ კონდიციაში არ იყო. მას არ შეეძლო მუდმივად ვარჯიში, როდესაც ნაწლავის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო.
ჩვენ მალე შევხვდებით მის აგენტს, რაც დაგეგმილი იყო, მაგრამ კოვიდის მიზეზების გამო ამის გაკეთება პირადად ვერ შევძელით. ძალიან დელიკატური მომენტია და გვსურს, ყველაფერი პირადი შეხვედრით გავაკეთოთ.
პაპუ გომესი „იუვეში“? აბსოლუტურად არა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ „ატალანტას“ წვერია. ჩვენ ჩვენი ფეხბურთელები კმაყოფილები ვართ“, – თქვა პარატიჩიმ.