მთავარი / სიახლეები / ალესანდრო დელ პიერო: მარტო რონალდუ არ არის საკმარისი ტიტულების მოსაგებად

ალესანდრო დელ პიერო: მარტო რონალდუ არ არის საკმარისი ტიტულების მოსაგებად

ტურინის იუვენტუსის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს სერია ა-ს და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

პინტურიკიოს აზრით ჩემპინთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევა ყველა იტალიურ გუნდს შეუძლია. ხოლო ჩემპიონატში იუვენტუსის მთავარ კონკურენტად მილანის ინტერი მიაჩნია.

“რაც შეეხება იტალიურ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე, ვფიქრობ, რომ ყველა გუნდს კარგი შანსი აქვს. ატალანტასაც კი. სკუდეტოზე თუ ვისაუბრებთ, აქ იუვეს მხოლოდ ერთ კონკურენტს ვხედავ – მილანის ინტერს. კონტე გუნდში ქმნის 2011 წლის მოდელს. იგრძნობა იგივე სიმტკიცე, გამარჯვების წყურვილი და მწვრთნელის გადაწყვეტილებების გავლენა გუნდზე.” – თქვა დელ პიერომ.

ალესანდრო დელ პიერომ ასევე რამდენიმე სიტყვა კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც თქვა.

“მარტო რონალდუ არ არის საკმარისი ტიტულების მოსაგებად. თუმცა ის აკეთებს იმას, რისთვისაც შეიძინეს. ვფიქრობ, რომ ამ სეზონში კიდევ უკეთესად ითამაშებს სარის ხელმძღვანელობით.” – განაცხადა ალესანდრო დელ პიერომ იტალიურ პრესასთან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …