ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ჩემპიონთა ლიგის შესახებ პროგნოზი გააკეთა და ფავორიტები დაასახელა. „პინტურიკიოსთვის“ „იუვენტუსი“ მხოლოდ მეოთხე ნომერია ფავორიტებს შორის.
„ჩემპიონთა ლიგის შესახებ პროგნოზის გაკეთება რთულია. ჩემი აზრით, „ბარსელონას“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“ ყველაზე დიდი შანსი აქვთ და ყველაზე წინ არიან. „იუვენტუსი“ მეორე რიგშია, მაგრამ მხოლოდ გასული სეზონის შედეგებიდან გამომდინარე, რადგან შემადგენლობით პირველ რიგში უნდა იყოს. საყურადღებოა „რეალიც“, რომელსაც შეუძლია მაღალ დონეზე დაბრუნება”, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ “ბებერი ქალბატონი” ჩემპიონთა ლიგაზე დღეს პირველ მატჩს “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.