ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ალექს სანდროს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბრაზილიელ ფეხბურთელს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და თვითიზოლაციაში გადავიდა.
ალექს სანდრო „იუვეს“ „მილანთან“ მატჩში ვერ დაეხმარება და მოედანზე როდის დაბრუნდება ჯერ უცნობია. რა თქმა უნდა, ეს დიდი დანაკლია ანდრეა პირლოსთვის, რადგან იანვარი „იუვესთვის“ გადამწყვეტი სეზონია.
აღსანიშნავია, რომ სანდრომ გუშინ „უდინეზესთან“ ითამაშა, სხვა ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.