ტურინის „იუვენტუსი“ ზამთარში თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერებას აპირებს. ანდრეა პირლომ გუნდის ხელმძღვანელობას მეოთხე ფორვარდის დამატება მოსთხოვა.
ამ ეტაპზე აქტიურად სამი ვარიანტი განიხილება – ფაბიო კუალიარეალა, ოლივიე ჟირუ და ფერნანდო ლორენტე. ეკონომიკური კრიზისიდან და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის სპეციფიკიდან გამომდინარე ტურინელებს სწორედ მსგავს ვარიანტებზე უწევთ მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ კუალიარელა და ლორენტე „იუვეში“ უკვე თამაშობდნენ შესაბამისად, 2010-2014 და 2013-2015 წლებში.
ფაბიო გენუის „სამპდორიას“ ღირსებას იცავს, ხოლო ესპანელი – „ნაპოლის“. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.