ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-15 ტურში „უდინეზეს“ ადვილად 4:1 მოუგო. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკა, რომლებიც ამ თამაშის შემდეგ დაფიქსირდა.
3 – ფედერიკო კიეზა ამ მომენტისთვის ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელია, რომელსაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში მინიმუმ 3 გოლი აქვს გატანილი.
1 – „იუვენტუსი“ წლის პირველი მატჩი ზედიზედ მეექვსედ მოიგო, ბურთების ბალანსი კი შესაშურია – 18:1.
20 – კრიშტიანუ რონალდუ ზედიზედ 15 სეზონია ახერხებს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანა. მას სერია A-ს ამ სეზონში 11 შეხვედრაში 14 გოლი აქვს და უკეთესი მაჩვენებელი 11 მატჩისთვის კარიერაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა (2014-2015 წლების სეზონში 11 თამაშში 20 გოლი). მას შემდეგ, რაც მან იტალიის ჩემპიონატში პირველი თამაში ჩაატარა, არცერთ ფეხბურთელს არ გაუხსნია მატჩებში მასზე მეტჯერ ანგარიში (21). და კიდევ, მის ანგარიშზე სერია A-ში 15 საგოლე პასია და აქედან 14 „ალიანც სთედიუმზე“ გააკეთა.
1 – პაულო დიბალამ „ალიანც სთედიუმზე“ 2020 წლის ივლისის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. „უდინეზეს“ კარიერაში მერვედ გაუტანა და ამაზე მეტჯერ არცერთი გუნდი არ დაუმწუხრებია.
50 – მატიას დე ლიხტმა „იუვენტუსის“ რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 50-ე თამაში ჩაატარა.