ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალას კონტრაქტს გაუხაგრძლივებს და ინფორმაცია მიმდინარე ზაფხულს დადასტურდება.
მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ არგენტინელი ახლოს იყო კლუბის დატოვებასთან, ყველაფერი შეიცვალა. პაულომ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის სასარგებლო და პრაქტიკულად შეუცვლელი ფიგურაა. ამიტომ, „იუვე“ მასთან თანამშრომლობას ხანგრძლივად აპირებს.
მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს იწურება და სავარაუდოდ, 2 წლით გახანგრძლივდება. დიბალას ხელფასიც 12 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე 39 თამაში ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.