„ნაპოლის“ თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა „იუვენტუსში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
მაურიციო სარის მილიკი ძალიან მოსწონს და გონსალო იგუაინის შემცვლელად ესახება. ახლა კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევაა საჭირო.
ნეაპოლელებმა კრისტიან რომეროში მილიკის გაცვლა უკვე იაურეს, მაგრამ ახლა წინა პლანზე ლუკა პელეგრინის ან ფედერიკო ბერნარდესკის გვარებმა წამოიწეს. აურელიო დე ლაურენტისს ბერნარდესკი ძალიან მოსწონს და შესაძლოა გაცვლა სწორედ ამის ხარჯზე შედგეს.