აარონ რემზის კვლავ დაშავდა. „იუვენტუსის“ ვებგვერდის ინფორმაციით, უელსელს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, რადგან მცირე ტკივილები აწუხებდა.
მისი თამაში „ნაპოლის“ წინააღმდეგ პრაქტიკულად გამორიცხულია.
აღსანიშნავია, რომ რემზი „იუვენტუსში“ ტრავმირებული მივიდა და გუნდთან ერთად ვარჯიში ცოტა ხნის დაიწყო. ტურინელთა რიგებში კი პრესეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.