ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად მაურიციო სარი „იუვენტუსს“ დაუბრუნდა და დღეს სრულიად მოულოდნელად კონტინასას ბაზას ესტუმრა, სადაც გუნდის ვარჯიშს თვალი მიადევნა.
დილის ვარჯიშს კი, ჯოვანი მარტუშიელო ხელმძღვანელობდა, რომელიც „ნაპოლისთან“ სათადარიგო სკამზე სარის ადგილს დაიკავებს.
მაურიციო კი, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ვარჯიშს დაესწრო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გუნდთან ერთად არ იქნება. თუმცა, იტალიელი სპეციალისტი ახლა გაცილებით უკეთაა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. სარის სრულად დაბრუნებას კი სანაკრებო პაუზის შემდეგ ვარაუდობენ.