ტოტენჰემ ჰოტსპურმა უკვე მიმართა წინადადებით იუვენტუსს პაულო დიბალას ტრანსფერთან დაკავშირებით.
ლონდონელები 25 წლის არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ ტურინელებს 50 მილიონ ევროს სთავაზობენ, მაგრამ იტალიურმა კლუბმა უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით ბებერი ქალბატონი 80 მილიონ ფუნტს ითხოვს.
არგენტინელი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია მანჩესტერ იუნაიტედი და პარი სენ-ჟერმენი.