ერთი წლის წინანდელისგან განსხვავებით ვითარება შეიცვალა და ახლა პაულო დიბალას გუნდიდან გაშვების საკითხი აღარ განიხილება.
კონტრაქტი ალბათ აქამდეც გახანგრძლივებული იქნებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ეს სამომავლოდ გადადო. თუმცა, მხოლოდ გადადო, რადგან კონტრაქტის გახანგრძლივებამდე დროის საკითხია.
„იუვენტუსი“ და დიბალა შეთანხმებული არიან, რომ ხელშეკრულება დიდი პერიოდით გაგრძელდება (კონკრეტული ზუსტი თარიღი არ დასახელებულა).
ამრიგად, მხარეებმა უკვე საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება გადაიხედოს კონტრაქტი, რომელიც ბოლოს სამი წლის წინ განახლდა. ბუნებრივია გაიზრდება დიბალას ხელფასიც.
ახლა „იუვენტუსისა“ და პაულოს გზები საბოლოოდ დიდი ხნით დაუკავშირდება ერთმანეთს, მას შემდეგ, რაცგასულ ზაფხულს ფეხბურთელმა ყველა წინადადება უარყო და ტურინში დარჩენის სურვილი ყველას დაანახა.