ბლეზ მატუიდი და დანიელე რუგანი კორონავირუსისგან განიკურნენ. აღნიშნული ინფორმაცია „იუვენტუსის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ორივე ფეხბურთელის ორმაგმა ტესტებმა უარყოფითი პასუხები აჩვენეს:
„დანიელე რუგანიმ და ბლეზ მატუიდიმ პროტოკოლის მიხედვით გაიარეს ორმაგი შემოქმება და მათ უარყოფით პასუხები აჩვენეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე ბოლომდე გამოჯანმრთელებული მხოლოდ პაულო დიბალა არაა, რომლის პირველი ტესტი უარყოფითი გამოდგა, მაგრამ ჯერ მეორეს პასუხი ცნობილი არაა.