ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ როდესაც ტურინში გადავიდა, მასიმილიანო ალეგრიმ მარიო მანჯუკიჩისთვის თავის გაწირვა სთხოვა.
რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ხორვატს უნდა დახმარებოდა და თან დაცვითი ფუნქციების შეესრულებინა.
„როდესაც „იუვეში“ მივედი, ალეგრიმ მითხრა, რომ მანჯუკიჩს დავხმარებოდ, როგორც მე მეხმარებოდა „პალერმოში“ ფრანკო ვასკესი. „იუვენტუსში“ თავი უნდა გამეწირა და დაცვას დავხმარებოდი.
შემდეგ ეტაპობრივად მწვრთნელმა სრული თავისუფლება მომანიჭა, ასე დავიწყე უფრო წინ თამაში, ნახევარდაცვაში და ფლანგზე. ვაკეთებდი იმას რაც მსურდა დაახლაც, ასეა, სარის დროს სამ პოზიციაზე ვთამაშობ“, – განაცხადა დიბალამ.