მაურიციო სარი პაულო დიბალას „ვერონასთან“ ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გამოიყენებს. Sky Sport-ის ცნობით, იტალიელი სპეციალისტი არგენტინელს დუგლას კოშტასთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად შეტევაში გაამწესებს.
„ნაპოლიში“ ამ პოზიციაზე სარი ძალიან კარგად იყენებდა დრის მერტენსს და ახლასურს იგივ ექსპერიმენტი დიბალას შემთხვევაში ჩაატაროს. „ვერონასთან“ პირველი ცდა იქნება.
პაულოს სარი აქამდე ორთავდამსხმელიან ტაქტიკაში ან გამთამაშებლად იყენებდა, მაგრამ ახლა როგორც ცრუ ცხრიანის ჯერი დადგა.
შეგახსენებთ, რომ „ვერონასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 8 თებერვალს თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.