პაულო დიბალა „იუვენტუსთან“ ახლი კონტრაქტი გაფორმებასთან ახლოსაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, მხარეებს შეთანხმება თითქმის მიღწეული აქვთ და „ლიონთან“ მატჩის შემდეგ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ.
დიბალამ „იუვენტუსს“ სეზონში 10 მილიონი ევრო მოსთხოვა, ამჟამად კი, მისი ანაზღაურება 7 მილიონი ევროა.
განახლებული კონტრაქტით პაულო ტურინში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო ჯერ კიდევ მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2022 წლამდეა.