მთავარი / სიახლეები / სერია A / პირლო: “იუვეს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, ვერ ვხედავ სტრუქტურულად უფრო ძლიერ გუნდებს”

პირლო: “იუვეს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, ვერ ვხედავ სტრუქტურულად უფრო ძლიერ გუნდებს”

ანდრეა პირლო ზაფხულიდან სამწვრთნელო კარიერას დაიწყებს. ამისშესახებ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საჯაროდ განაცხადა. პირლოს თქმით, მისი ინსპირაცია ანტონიო კონტეა და მწვრთნელობაც ამიტომ გადაწყვიტა.

გარდა ამისა, ისაუბრა „იუვენტუსის“ შესახებ და თქვა, რომ ყველაზე ძლიერი გუნდია და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

„ივლისიდან მწვრთნელობას ვიწყებ. დიდი სურვილი მაქვს ახალი, სრულიად განსხვავებული გზის გავლის. ვფიქრობ, რომ შემიძლია ფეხბურთის კარგი პედაგოგი გავხდე, შემიძლია ჩემი იდეების გადმოცემა.

კონტე იქნება ჩემი მოდელი? მწვრთნელობაზე ფიქრი სწორედ მასთან მუშაობის შემდეგ დავიწყე. ის საუკეთესოა, ვისთანაც მიმუშავია, ყოველდღე გვაყურებინებდა 40-45 წუთიან ვიდეოს და ჩემს ვუთხარი, რომ მეც შემეძლო და მინდოდა მწვრთნელობა.

კონტეს ძალიან კარგად ვიცნობ და „ინტერი“ ამ სიმაღლეზე სეზონის წინ წარმომედგინა, სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს. ის დაავადებული გამარჯვებით და თუ დამარცხდება, მასთან საუბარი არ შეიძლება, ეშმაკი ხდება. გარდა ამისა, ხელმძღვანელობამ კარგი ფეხბურთელები დაიმატა მწვრთნელის იდეების შესაბამისად.. „იუვეს“ რაც შეეხება, ძალიან ძლიერია, რადგან ყველა ასპექტში აქვს მაღალი ხარისხი. ეს გუნდი აშენდა ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელებით. თუმცა, ცხადია, რომ „ინტერიც“ ბოლომდე იბრძოლებს.

„იუვეს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, ეს გუნდი სწორედ ამისთვის აშენდა. მე ვერ ვხედავ მეტოქეებს, რომლებიც სტრუქტურულად უფრო ძლიერები არიან.

ტონალი? ჩემი მემკვიდრე არაა. ის ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩემი სათამაშო სტილისგან განსხვავებული. ის ჩემპიონია, თუმცა ჩემს პოზიციაზე არ თამაშობს, შეუძლია ორ ცენტრალურ ნახევარმცველში ერთ-ერთი იყოს, მე კი, დაცვის წინ ვთამაშობდი. მას უკვე შეუძლია დიდ გუნდში თამაში და მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესოა“, – თქვა პირლომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …