მთავარი / სიახლეები / სერია A / მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ვერონასთან” მატჩამდე

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ვერონასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„ვერონა“ დაუმარცხებელია რამდენიმე თამშია და მაღალი დონის მწვრთნელი. რთული თამაში იქნება, ნათელია, რომ ჩვენი მიდგომა კარგი და სტანდარტული უნდა.

დიბალა თუ იგუაინი? არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც სიტუაციიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ. შევდივარ ჩემს ოფისში ვფიქრობ და ვიღებ მწვრთნელის გადაწყვეტილებებს, რომელიც ფეხბურთის სიყვარულიდან მომდინარეობს. მათ შესახებ ყოველთვის ორგვარი ფიქრები მაქვს. მგონია, რომ იქნებ მე მჭირს ბიპოლარული აშლილობა.

სანრემოსთვის არ მიყურებია. მითხრეს, რომ ჯორჯინა ძალიან კარგად გამოვიდა. გვიანობამდე ვმუშაობდი და მერე ფილმს ვუყურე. კრიშტიანუს ვიცნობ, დღეს ძალიან კარგ მდგომარეობაში იქნება, როგორც ყოველთვის.

გუნდის სათამაშო სქემა ფეხბურთელების ფორმიდან გამომდინარე დგინდება. დუგლას კოშტასთან ერთად 4-3-3 ადვილია, თუმცა 4-3-1-2-ზეც მშვიდად ყოფნა შეგვიძლია. ჩვენ მზად ვართ ორივე სქემა გამოვიყენოთ.

იმ დროს, როდესაც თავდამსხმელებს ბევრი გოლი გააქვთ, ნახევარმცველების გოლები საჭირო არაა. მაგრამ, როდესაც შემტევებს ცოტა გააქვთ, ეს მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენმა მცველებმა ბევრი გოლი გაიტანეს. ჩვენ ვმუშაობთ ფეხბურთელებთან, რომელთაც ისტორიულად ბევრი გოლი ვერ გააქვთ, სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო.

რაბიო აშკარად იზრდება და კარგ მომენტშია. ბოლო პერიოდში მუდმივად თამაშობს, მაგრამ არ შეგვიძლია დავივიწყოთ მატუიდის თვისებები. ის სასარგებლო მოთამაშეა, რომელსაც ისევ გამოვიყენებთ. ამ მომენტში რაბიოს მუდმივი თამაში სჭირდება, გვაქვს შეგრძნება, რომ კიდევ უფრო მეტი შეუძლია.

ბუფონი? კლაუდიო ფილიპის უნდა ვესაუბრო, რომ დრო გავარკვიოთ. ამ თვეში ნამდვილად ითამაშებს.

კიელინის შემთხვევაში განრიგს მივყვებით. ის გუნდს უერთდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია. წინ ეტაპობრივად უნდა ვიაროთ. გამოჯანმრთელდა, ახლა მხოლოდ კონდიციების გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ.

დანილო მკურნალობას ამთავრებს. ის ვარჯიშობს ცალკე, მაგრამ მოედანზე. იმედია მომავალ კვირას გუნდთან ერთად იქნება, ვფიქრობ, დიდი დრო არ დასჭირდება დასაბრუნებლად“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ვერონასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი შაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …