ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარონ.
პორტუგალიელმა Canal 11-ს უთხრა, რომ წლების წინ, 35 წლის ასაკში მადეირაზე ითევზავებდა ეგონა.
„35 წლის ასაკში როგორ წარმომედგინა ჩემი თავი? მადეირაზე თევზაობაში. მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი იმ ყველაფრის მოგებას, რაც მოვიგე.
ჩემპიონთა ლიგა? ამ ტურნირის მოგების შანსი „იუვენტუსში“ კიდევ ერთხელ მაქვს. ვიცით, რომ ეს ძალიან რთულია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ შეგვიძლია, რადგან ძლიერი გუნდი გვყავს. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.
ყველაზე ლამაზი გოლი? რთულია არჩევა. ბევრი იყო ლამაზი და რთულად გასატანი გოლები. ტურინში გატანილი „მაკრატელა“ ყველაზე რთული იყო“, – განაცხადა რონალდუმ.