ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ მატია პერინმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვეში“ გააცნობიერა, რას ნიშნავს ფეხბურთით ცხოვრება.
„იუვეში“ გავიგე, რომ სანამ თამაშობ, მხოლოდ ფეხბურთით უნდა იცხოვრო. იქ მხოლოდ საათნახევარი ვარჯიში არაა, უნდა იმუშაო 5-6 საათი დარბაზში, ფიზიოთერაპიაზე, გწონდეს ცხოვრების სწორი წესი.
თავის დროზე ბურდისოს რჩევები რომ გამეთვალისწინებინა, ალბათ უფრო ნაკლები ტრავმები მექნებოდა. მინდა ჩემი გამოცდილება ახალგაზრდა თანაგუნდელებს გადავცე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ“, – თქვა პერინმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი მეკარე „იუვენტუსმა“ „ჯენოაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.