ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა ზაფხულში აარონ რემზიმ დატოვოს. ტურინში ფეხბურთელს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან უელსელისთვის მიმდინარე სეზონი პოზიტიური ნამდვილად არაა.
4-3-3 სქემაზე დაბრუნებამ კი, მისი სათამაშო დრო შესაძლოა კიდევ უფრო შეზღუდოს. „იუვენტუსში“ რემზის სათამაშო პოზიციაზეც ვერ ჩამოყალიბდნენ, ფეხბურთელი აქამდე გამთამაშებლის ფუნქციას ირგებდა, მაგრამ არც ისე შთამბეჭდავად.
გარდა ამისა, მუდმივად აწუხებს მიკრო ტრავმები, რის გამოც ფორმაში შესვლა ძალიან უჭირს.
ამ დრომდე „იუვენტუსში“ მხოლოდ 18 თამაში ჩაატარა და აქედან ნახევარჯერ ძირითადში არ იყო. გაიტანა ორი გოლი. ერთხელ „ვერონასთან“ რიკოშეტის დახმარებით და მეორდ „ლოკომოტივთან“ კარის ხაზიდან, როცა მის გარეშეც გადიოდა გოლი.
მოკლედ, აარონ რემზისა და „იუვენტუსის“ ურთიერთობა ადვილი შესაძლებელია იმაზე ხანმოკლე გამოდგეს, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ რემზი 2019 წლის იანვარში „არსენალიდან“ უფასოდ გაიფორმა, ხოლო გუნდს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა.