ცნობილი იტალიური გამოცემა „კალჩომერკატოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინულმა კლუბმა მერიჰ დემირალის შენარჩუნება გადაწყვიტა.
თურქმა მცველმა ბებერი ქალბატონის მაისური გასულ ზაფხულს მოირგო და მას შემდეგ საკმაოდ დამაჯერებელად გამოიყურება. რამოდენიმე დღის წინ ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ მცველი შეაქო და განაცხადა, რომ ამ მომენტში მერიჰ დემირალი უფრო მოსწონს, ვიდრე დე ლიხტი.
კალჩომერკატოს ინფორმაციით, იუვენტუსმა მილანი და ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები უარით გაისტუმრა და თურქი მცველის შენარჩუნება გადაწყვიტა. მის ნაცვლად კი სატრანსფერო ბაზარზე იტალიელი მცველი დანიელე რუგანი დადგება.