ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ მერიჰ დემირალის შესახებ ისაუბრა. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა განაცხადა, რომ თურქი ამჟამად უფრო მეტად სანდოა, ვიდრე მატიას დე ლიხტი.
„ამ მომენტში დემირალი უფრო მომწონს, ვიდრე დე ლიხტი. ნათელია, რომ პერსპექტივაში ჰოლანდიელი ძალიან ძლიერია, მაგრამ დღეს დღეს დემირალი უფრო მეტ ნდობას მაძლევს, ფიზიკური ძალა აქვს, რომელთანაც დამაჯერებლადაა შერწყმული“, – თქვა ბერგომიმ.
შეგახსენებთ, რომ დემირალმა ბოლო ორი თამაში შეუცვლელად ჩაატარა და შესანიშნავი შთაბეჭდილებაც დატოვა.