მთავარი / სიახლეები / სერია A / ბუფონი: “კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ”

ბუფონი: “კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ თვეში 42 წლის გახდება. მეტიც, ჯიჯი სამომავლო მიზნებს უყურებს, რომელიც კვირას, „ლაციოსთან“ შეხვედრით იწყება.

„სამპდორიასთან“ თამაში რა თქმა უნდა, ემოციური იყო იმ ყველაფრის გამო, რაც მოხდა. ემოცია სწორედ ისაა, რის გამოც მე თამაშს ისევ ვაგრძელებ. 647 თამაში? ჩემთვის ამას არ აქვს სიმბოლური დატვირთვა, უბრალოდ მირჩევნია გავაგრძელო ჩემი გზა და ის როლი, რომელიც ახლა გუნდში მაკისრია. მინდა წინ წავიდე, მიუხედავად იმისა, რომ 42 წლის ვარ. არ უნდა დავივიწყო ფიზიკური კონდიციაც: ახლა როგორც ვგრძნობ თავს, თამაში რომ შემეწყვიტა, ფსიქოლოგიურ ტრავმას მივიღებდი. ასე, რომ ახლა კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. მალდინის რეკორდის გამეორება ჩემთვის საპატიოა, მაგრამ დღეიდან მხოლოდ მომდევნო მიზნებზე ვფიქრობ. პირველი კი იტალიის სუპერთასია, რომელიც კვირას „ლაციოსთან“ გველოდება.

„ლაციოსთან“ რთული თამაში გველოდება, საკმარისია გავიხსენოთ რამდენიმე დღის წინ რომში გამართული შეხვედრა. გარდა ამისა, ბოლო წლების მატჩებიც. ინძაგის გუნდი ერთადერთია იტალიაში, რომელმაც ბოლო წლებში ჩვენი დომინაციის ფონზე რამდენიმე ტიტული მოიპოვა“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ლაციოს“ მატჩი 22 დეკემბერს, საუდის არაბეთში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …