„იუვენტუსის“ კაპიტალი 97.54%-ით გაიზარდა. ტურინულმა კლუბმა ოფიციალურ პრესრელიზში გამოაცხადა, რომ მთავარმა აქციონერმა EXOR NV-მ აღებული ვალდებულების შესაბამისად სრულად გადაიხადა მისი წილი კაპიტალი. საერთო ჯამში საუბარია 191.2 მილიონ ევროზე.
„იუვენტუსი“ იტყობინება, რომ დარჩენილი ხელმოწერილი უფლებები საფონდო ბირჟაძე 23 დეკემბერს გაიყიდება.
მოგეხსენებათ, არცთუ დიდი ხნის წინ ანდრეა ანიელიმ კლუბის აქციონერებს 300 მილიონი ევროს გამოყოფა მოსთხოვა, რომ გუნდმა დამდეგ ზაფხულს სატრანსფერო ბაზაზრზე ევროპულ გრანდებთან კონკურენცია მოახერხოს.
მთლიანობაში სხვა აქციონერების მეშვეობით “იუვენტუსის” კაპიტალის ზრდა 292 მილიონი ევროთია შესაძლებელი.