ტურინის „იუვენტუსმა“ წლის ბოლო მატჩისთვის მზადება დაიწყო, რომელსაც 22 დეკემბერს, „ლაციოსთან“ იტალიის სუპერთასის ეგიდით ჩაატარებს.
აღნიშნულ შეხვედრაში ვოიცეხ შჩესნის და ალექს სანდროს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. პოლონელს ბოლო ორი მატჩის გამოტოვება მხრის მცირე დაზიანების გამო მოუხდა და ჯერჯერობით „ლაციოსთან“ მისი მოედანზე ყოფნა საეჭვოა.
შჩესნის დარად ინდივიდუალურად ვარჯიშობს ალექს სანდროც, რომელმაც „სამპდორიასთან“ მატჩის მიწურულს მიიღო დაზიანება.
ბრაზილიელის საკითხიც თამაშამდე ბოლო მომენტში გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ლაციოს“ დაპირისპირება საუდის არაბეთში გაიმართება.