ტურინის იუვენტუსმა სერია ა-ს წლის ბოლო მატჩი გენუაში სამპდორიას წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
პაულო დიბალამ და კრიშტიანუ რონალდუმ მატჩში თითო-თითო გოლი გაიტანეს. ორივე გოლი ულამაზესი იყო პორტუგალიელის კი საოცრად ლამაზი და არაამქვეყნიური. რაზეც კომენტარი ტურინელთა თავკაცმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“როდესაც რონალდუმ გაიტანა, ვფიქრობდი იგივეს, რასაც დიბალას შემთხვევაში… უბრალოდ გამო***ვდი.. ბრავო ორივემ შესანიშნავი გოლი გაიტანა.
რონალდუს მიერ გატანილი გოლი განსაკუთრებულია, ჰაერში გატარებული დრო წარმოუდგენელად გრძელი. გასაოცარი მოქმედებაა ფიზიკისა და ტექნიკის თვალსაზრისით.” – თქვა სარიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.