მთავარი / სიახლეები / სკონჩერტი: “მხოლოდ რეკორდისთვის თამაში ბუფონის და ფეხბურთის უპატივცემულობაა”

სკონჩერტი: “მხოლოდ რეკორდისთვის თამაში ბუფონის და ფეხბურთის უპატივცემულობაა”

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა მარიო სკონჩერტიმ ჯანლუიჯი ბუფონი გააკრიტიკა, რომელმაც „სასუოლოსთან“ უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ქულის მოპოვებაში ხელი შეუწყო.

„მეკარის პოზიცია უნიკალურია. ის იცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტრავმასთან გვაქვს საქმე ან ბევრ უხეშ შეცდომასთან. ბუფონის თამაში მხოლოდ იმიტომ, რომ რეკორდი მოხსნას, არარეალურია, ეს თვითონ ბუფონის და ფეხბურთის უპატივცემულობაა“, – თქვა სკონჩერტიმ.

შეგახსენებთ, ბუფონს ამ დროისთვის 645 მატჩი აქვს სერია A-ში ჩატარებული, ხოლო რეკორდი პაოლო მალდინის ეკუთვნის – 647 თამაში. ჯიჯიმ ყველა შეხვედრა მიმდინარე სეზონში ტურინში ჩაატარა – „ვერონასთან“, „სპალთან“, „ბოლონიასთან“, „ჯენოასთან“ და „სასუოლოსთან“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …