მთავარი / სიახლეები / მაიფრედი: “გოლი, რომელიც “იუვემ” გაუშვა, მესამე კატეგორიის დივიზიონებში არ უშვებენ”

მაიფრედი: “გოლი, რომელიც “იუვემ” გაუშვა, მესამე კატეგორიის დივიზიონებში არ უშვებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯიჯი მაიფრედიმ „სასუოლოსთან“ მატჩი შეაფასა.

„სარიმ სტიმულის ნაკლებობაზე ისაუბრა? თამაშის შემდეგ საუბარი ყოველთვის მოსახერხებელია, „იუვენტუსმა“ „სასუოლოსთან“ ცუდად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ არ გაუმართლა. მეორე ან მესამე კატეგორიის დივიზიონებში არ უშვებენ ისეთ გოლებს, როგორიც „იუვენტუსმა“ გუშინ მეორე გოლი გაუშვა. შემადგენლობა? ყველას თავისი იდეები აქვს. მე დიბალას სათადარიგო სკამზე არასდროს დავტოვებდი, არასდროს. რონალდუ? რობოტი არაა, უნდა შევეგუოთ, რომ ჩავარდნაც ექნება.

„ლაციოსთან“ თამაშ? „ლაციო“ კარგ ფეხბურთს თამაშობს, ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ბურთთან კარგად ურთიერთობა, მაგალითად ლუის ალბერტოს და კორეას. იმმობილე გიჟური ფეხბურთელია, გოლი ყველა მანერით გააქვს. ვფიქრობ, „იუვეს“ პოტენციალით უპირატესობა აქვს“, – თქვა მაიფრედიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი შაბათს თბილისისი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …