ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს მაურიციო სარისთან პრობლემა აქვს. გარდა ამისა, ჯანლუიჯი ბუფონი დაიცვა და მატიას დე ლიხტი გააკრიტიკა.
„ვფიქრობ, რომ რონალდუს სარისთან დიდი პრობლემა აქვს. ყველაფერი ზედიზედ ორი შეცვლიდან დაიბადა. ჩემი აზრით, მათ შორის პრობლემას „იუვენტუსი“ თვალს ყურადღებით ადევენებს.
ბუფონის შეცდომა? ფაქტია, რომ ჯიჯი თამაშს იმსახურებს, რადგან შჩესნიზე ძლიერი მეკარეა. ის „არსენალში“ ყოველთვის სათადარიგო მეკარე იყო, ალმუნიას და ფაბიანსკის. „რომაში“ კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ახლა მხოლოდ მეორედაა ძირითადი მეკარე. ყოველშემთხვევაში, სანამ ჯიჯი შეცდებოდა, უნდა ითქვას, რომ მანამდე დე ლიხტმა მორიგი მომაკვდინებელი შეცდომა დაუშვა“, – თქვა კასანომ.