მთავარი / სიახლეები / ფიცხელი ბრძოლა სკუდეტოსთვის: “იუვეს” და “ინტერის” კალენდარი პირველ წრეში

ფიცხელი ბრძოლა სკუდეტოსთვის: “იუვეს” და “ინტერის” კალენდარი პირველ წრეში

იტალიის სერია A-ში 14 ტურის შემდეგ ჩემპიონობისთის ძალიან დაძაბული ვითარებაა. „ინტერი“ და „იუვენტუსი“ ორივე შესანიშნავ რიტმში აგროვებენ ქულებს. განსაკუთრებით „ინტერი“, რომელსაც ბოლო 88 წელიწადში ასეთი სტარტი არ ჰქონია.

ანტონიო კონტეს გუნდმა 14 მატჩიდან 12 მოიგო, ერთხელ ფრე ითამაშა („პარმასთან“ 2:2) და ერთხელ წააგო („იუვესთან“ 1:2). აღსანიშნავია, რომ „ნერაძურიმ“ სტუმრად ჩატარებული ყველა მატჩი მოიგო.

„ინტერი“ ლიდერია, მაგრამ „იუვენტუსსაც“ შესანიშნავი ტემპი აქვს და მხოლოდ იმიტომ არაა პირველ ადგილზე, რომ მილანური გუნდი საოცრებებს სჩადის. მაურიციო სარის გუნდი ერთადერთია ჩემპიონატში, რომელსაც ჯერ არ წაუგია – 11 მოგება, 3 ფრე („ფიორენტინასთან“ 0:0, „ლეჩესთან“ 1:1 და „სასუოლოსთან“ 2:2).

ამასობაში ახალ წლამდე გუნდებს ჩემპიონატის ეგიდით მხოლოდ სამ-სამი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი. პირველი წრის დასრულებამდე კი ხუთი ტურია დარჩენილი.

გუნდების კალენდარი ასეთია:

„ინტერი“

„რომა“ (სახლში), „ფიორენტინა“ (სტუმრად), „ჯენოა“ (სახლში), „ნაპოლი“ (სტუმრად), „ატალანტა“ (სახლში)

„იუვენტუსი“

„ლაციო“ (სტუმრად), „უდინეზე“ (სახლში), „სამპდორია“ (სტუმრად), „კალიარი“ (სახლში), „რომა“ (სტუმრად)

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის „ინტერს“ 37 ქულა აქვს, „იუვენტუსს“ 36. მესამე და მეოთხე ადგილებზე რომაული გუნდები, „ლაციო“ (30 ქულა) და „რომა“ (28 ქულა) იმყოფებიან. მომდევნო ტურში სწორედ ამ გუნდების გზები იკვეთება. პარასკევს „ინტერი“ „რომას“ უმასპინძლებს, ხოლო „იუვე“ შაბათს „ლაციოს“ ესტუმრება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …