მთავარი / სიახლეები / რა არის “იუვეს” მთავარი პრობლემა? კონცენტრაციის ნაკლებობა – მიმდინარე სეზონის საგანგაშო სტატისტიკა

რა არის “იუვეს” მთავარი პრობლემა? კონცენტრაციის ნაკლებობა – მიმდინარე სეზონის საგანგაშო სტატისტიკა

ტურინის „იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით დაუმარცხებელია და ტოპ ჩემპიონატებში ამ მხრივ ერთადერთი გუნდია. თუმცა, მაურიციო სარის გუნდის თამაშის ხარისხი უმეტესად ვერანაირ კრიტიკას არ უძლებს და კრიტიკას სამართლიანად იმსახურებს.

რა არის „იუვენტუსის“ მთავარი პრობლემა? იტალიურ მედიაში საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ამასთან დაკავშირებით. სეზონში ჩატარებული 19 მატჩიდან რვაში ტურინელებმა ძალიან სწრაფად მიიღეს საპასუხო გოლი მას შემდეგ, რაც დაწინაურდნენ ან კომფორტული უპირატესობა გაანიავეს.

მაგალითად გუშინ „სასუოლოსთან“, სადაც ლეონარდო ბონუჩის გოლიდან „იუვემ“ 2 წუთში გაუშვა საპასუხო ბურთი.

„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ – 2 წუთი

ბოლო შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ლეონარდო ბონუჩიმ ანგარიში გახსნა, მაგრამ ტურინელთა უპირატესობა მიმდინარე სეზონში „სარეკორდოდ“ ხანმოკლე გამოდგა – 2 წუთი. ჟერემი ბოგამ საპასუხო შეტევაში გაიტანა.

„იუვენტუსი“ – „ჯენოა“ – 5 წუთი

„ჯენოასთან“ მატჩშიც ანგარიში ლეონარდო ბონუჩიმ გახსნა, მაგრამ ტურინელები მხოლოდ 5 წუთი იგებდნენ. 41-ე წუთზე კუამემ წონასწორობა აღადგინა.

„ლეჩე“ – „იუვენტუსი“ – 6 წუთი

ლეჩეში, მაურიციო სარის გუნდი პაულო დიბალამ პენალტით მეორე ტაიმის დასაწყისში დააწინაურა, მაგრამ 6 წუთში ასევე პენალტით მანკოსუსგან გაუშვა და შეხვედრაც ფრედ, 1:1 დასრულდა.

„იუვენტუსი“ – „ბოლონია“ – 7 წუთი

„ბოლონიასთან“ „იუვე“ მე-19 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ წინ გაიყვანა. სიხარული ძალზე ხანმოკლე გამოდგა, რადგან 7 წუთში, 26-ე წუთზე დანილომ გაათანაბრა.

„ლოკომოტივი“ – „იუვე“ – 9 წუთი

მოსკოვში, „ლოკომოტივთან“ „იუვენტუსი“ აარონ რემზის გოლით უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ რად გინდა, რუსებს 9 წუთი დასჭირდათ გასათანაბრებლად. ალექსეი მირანჩუკმა მალევე გაათანაბრა.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ – 14 წუთი

პაულო დიბალამ უმნიშვნელოვანეს მატჩი მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში. თუმცა, „ინტერს“ დიდი დრო არ დასჭირვებია ანგარიშის გასაქვითვად. მე-18 წუთზე ლაუტარო მარტინესმა პენალტი გაიტანა. ამჯერად ტურინულმა გრანდმა მშრალი ანგარიში მხოლოდ 14 წუთი შეინარჩუნა.

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ – 3:0-დან 3:3

მეორე ტურში „იუვე“ „ნაპოლის“ ერთი საათის თავზე 3:0 ამარცხებდა და თითქოს მატჩის ბედიც გარკვეული იყო. თუმცა, ნეაპოლელებმა 15 წუთში ყველაფერი გაანულეს და ანგარიში 3:3 გახდა. მართალია, „იუვემ“ საბოლოოდ 4:3 მაინც მოიგო, მაგრამ სამბურთიანი უპირატესობის თვალსა და ხელს შუა განიავება უკვე იყო საგანგაშო სიგნალი.

„ატლეტიკო“ – „იუვენტუსი“ – 2:0-დან 2:2

„იუვენტუსი“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სტუმრად მეორე ტაიმში გატანილი ორი გოლით კომფორტულად იგებდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გამარჯვებას იზეიმებდა, მაგრამ ბოლოს კონცენტრაცია დაკარგა და ესპანეთიდან შინ მხოლოდ ქულით დაბრუნდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …