მთავარი / სიახლეები / რონალდუ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია

რონალდუ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. პორტუგალიელმა პრიზი გალადაჯილდოებაზე მიიღო და კომენტარიც გააკეთა:

„ვეცდები იტალიურად ვილაპარაკო. ჩემთვის პატივია ამ ჯილდოს მიღება. მადლობა თანაგუნდელებს და ყველა მოთამაშეს, ვინც ხმა მომცა. შარშან იტალიაში ჩემი პირველი წელი იყო, რთულ ჩემპიონატში, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, შარშანდელივით წარმატებული წელი გვქონდეს“, – თქვა კრიშტიანუმ.

გასულ სეზონში რონალდუმ 31 თამაში ჩაატარა იტალიის ჩემპიონატის ეგიდით და 21 გოლის გატანა შეძლო. პორტუგალიელს აქამდე ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მოუგია.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …